Friday, December 18, 2009

გაკვეთილის გეგმა

r1. გაკვეთილის თემა
აფხაზეთი
2. სწავლების საფეხური და კლასი
მე-11 საშუალო საფეხური
3. ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლების სახელი, გვარი
საგნები
მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი
ისტორია
ზაზა კვეტენაძე
4. მოსწავლეთა რაოდენობა
20
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
-
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციას აფხაზეთის ისტორიიდან, ინტერნეტიდან მოძიებული მასალისა და ისტორიის სახელმძღვანელოზე დაყრდნობით. ჯგუფებში წარმართავენ დისუკიას, აანალიზებენ მასალას და აკეთებენ პრეზენტაციას სლაიდების დახმარებით. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები იგებენ აფხაზეთის ისტორიიდან ამ ტერიტორიაზე დასახლებული ხალხის წარმოშობის, საქართველოში ბაგრატ III მეფობის პერიოდში განვითარებულ ისტორიულ მომენტებს და დღევანდელი პერიოდისათვის მიმდინარე მოვლენებს.
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ისტ.X. 1.მოსწავლე აანალიზებს და აფასებს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.
2.მოსწავლე აანალიზებს პირველად და მეორად წყაროებს.
3.მოსწავლე გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას.

8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
მისალმების შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობ გადანაწილდნენ ჯგუფებში.
ვურიგებ ინტერნეტიდან წინასწარ მოპოვებულ მასალას ჯგუფებში და ვთხოვ მოსწავლეებს გაეცნონ აფხაზეთის ისტორიის მასალას უძველესი დროიდან (ახ.წ პირველი საუკუნე)XX საუკუნის დასასრულამდე და გააკეთონ პრეზენტაცია აღნიშნული თემის ირგვლივ.
I.როდის მოხდა აფხაზეთის ტერიტრიაზე აფხაზი და მონათესავე ხალხის ჩამოსახლება
II.როდის შეიქმნა ეგრის -აფხაზეთის სამეფო.როდის გამეფდა ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე აფხაზეთში.და სად არის დაკრძალული.
III.როდის წარმოიქმნა აფხაზეთის სამთავრო და რა გვარის წარმომავალნი იყვნენ ისინი.როდის გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო.
IV.აფხაზეთში XX საუკუნის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები.ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასაწყისი.(1918-1921წწ).აფხაზეთის ომი (1992-1993) /15 წთ/
/7 თითოეულ ჯგუფს პრეზენტაციის წარმართვისთვის ეძლევა 7 წუთი
თითოეული ჯგუფიდან მოსწავლეები აკეთებენ მიცემული მასალის მიხედვით პრეზენტაციას.
ვაფასებთ თითოეულ ჯგუფს და მადლობას ვუხდით ურთიერთთანამშრომლობაში.
9. შეფასება


10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი. მაგნიტური დაფა, მარკერი
საპრეზენტაციო პროგრამა openoffice.org.prezentacion
ინტერნეტიდან მასალა. http://www.amsi.ge/istoria/div/m.lordkiPaniZe_afx.html
მარიამ ლორთქიფანიძე.

No comments:

Post a Comment