Friday, December 18, 2009

ჩემი ქუჩა

პროექტის სახელი: “ჩემი ქუჩა“
პროექტის მოკლე აღწერა :მოზარდმა გაათვითცნობიეროს, თუ რა არის ქუჩა, საიდან გაჩნდა ეს სიტყვა და რატომ ატარებს სახელს, კერძოდ ეკა ბეჟანიშვილის სახელს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ეკა ბეჟანიშვილის სახელობის ქუჩის შესახებ. მუშაობენ ჯგუფებში. ინტერნეტიდან, ბიბლიოთეკიდან და ქუჩის უხუცესი მოსახლეობიდან აგროვებენ მასალას, რა ერქვა ამ ქუჩას წინათ, ღრმად ეცნობიან ეკა ბეჟანიშვილის პიროვნებას და მის როლს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. აანალიზებენ , გამოაქვთ დასკვნები და მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით აკეთებენ ბუკლეტებს, საპეზენტაციო სლაიდებს, ვიდეო მასალას . ამ ქუჩის სახელწოდების ისტორიის შესახებ მართავენ საუბრებს კლასებში, ატარებენ საღამოებს, რომელიც ეძღვნება ეკა ბეჟანიშვილის ხსოვნას. მასალას განათავსებენ ბლოგის სახით .
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13–17 წელი/მე–7 მე–11 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის მარტი, აპრილი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, შეხვედრები ქუჩის მცხოვრებ უხუცესებთან,ისტორიკოსებთან, ინტერვიუს აღება. მუშა ჯგუფებში, შემდეგ კი სკოლის კონტიგენტთან ლექცია-საუბრები, პრეზენტაციის მოწყობა, ბუკლეტების შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტი, ფოტოალბომი, რუკის შექმნა, ჩანახატები, ბლოგი შექმნილი მასალის მიხედვით.
სარგებელი სხვებისთვის: ეს პროპაგანდა ეფექტურია მოზარდისთვის. ადგილობრივ მოსახლეობისთვის.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული -სხვადასხვა საშუალებებით ინტერნეტი, ბიბლიოთეკა. . . სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილეობა.
ხელოვნება - წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა,რუკის, ფოტოების, ბუკლეტების დამზადება.
საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების განთავსება.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ზაზა კვეტენაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:zkvetenadze@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment